პირველი საქართველოს ორიენტირების კლუბის ღია ჩემპიონატი 2024

6–7 აპრილს ორიენტირების მთელი უქმეები გვქონდა — ორი დღე ზედიზედ — ცალკე საკლუბო ჩათვლით და ახალი ფორმატით: დევნა!
გვყავდა სპეციალური სტუმრები — ბაქოს სამთო-სპორტული კლუბის გუნდი აზერბაიჯანიდან — რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ 9 გუნდთან ერთად ასპარეზობდა.
რბოლები ვაკის პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე დენდროპარკის ულამაზეს გარემოში გაიმართა.
ასევე გვიხარია წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ოფიციალური პარტნიორი — პეროგიკო — რომელმაც ღონისძიების შემდეგ თბილ შეხვედრას უმასპინძლა და გამარჯვებულებისთვის გემრიელი პრიზები უზრუნველყო!
საქართველოს ორიენტირების კლუბის ღია ჩემპიონატის რბოლების შედეგები იხილეთ აქ
ხოლო ღონისძიების ლამაზი ფოტოები — ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
პირველი დღის ფოტოები
მეორე დღის ფოტოები
განსაკუთრებული მადლობა აზერბაიჯანის საელჩოს აზერბაიჯანული გუნდის მოწვევაში მხარდაჭერისა და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობისთვის!


