ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2025

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ორიენტირების კლუბმა და სპორტი განვითარებისთვის – საქართველომ, ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის, მხარდაჭერით, კიკვიძის პარკში სპორტული ორიენტირების ლაბირინთი გამართეს.

ბავშვებსა და უფროსებს რუკის გამოყენებით უნდა გაევლოთ დაბრკოლებებით სავსე ლაბირინთი, შეცდომების გარეშე მოენიშნათ ყველა საკონტროლო პუნქტი და ფინიშამდე მისულიყვნენ. საერთო ჯამში, ორიენტირების ლაბირინთში 150-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
