აღმოაჩინეთ ორიენტირება

ნავიგაციის, სისწრაფისა და გონივრული გადაწყვეტილებების სპორტი

რა არის სპორტული ორიენტირება?

სპორტული ორიენტირება (შემდგომი ორიენტირება) არის სპორტის სახეობა, სადაც მონაწილეები იყენებენ რუკასა და კომპასს რელიეფზე (ტყე / პარკი / ქალაქი) ნავიგაციისათვის და გარკვეული რაოდენობის საკონტროლო პუნქტების (კონტროლების) მართებული თანმიმდევრობით მოსანახულებლად. მიზანს წარმოადგენს ყველა საკონტროლო პუნქტის მოძიება უმოკლეს დროში, თუმცა მათ შორის გადასაადგილებელი მარშრუტის შერჩევა თითოეული მონაწილის პრეროგატივაა. აღნიშნული სპორტის სახეობა აერთიანებს ფიზიკურ გამძლეობას, სისწრაფესა და პრობლემის გადაჭრის უნარს.

ორიენტირება არის რუკაზე დაფუძნებული გადაადგილება და გადაწყვეტილების მიღება

ეს მახასიათებელი განასხვავებს ორიენტირებას მრავალი სხვა სირბილისა თუ გარე სივრცის სპორტული სახეობისაგან. ორიენტირებაში მონაწილეები არ მიჰყვებიან მხოლოდ მარკირებულ მარშრუტს. ამის ნაცვლად, მათ უნდა მოახდინონ რუკის წაკითხვა, რელიეფის გააზრება, მარშრუტის შერჩევა, არეალში გადაადგილება და რუკაზე გამოსახული მონაცემების მუდმივი შედარება გარემომცველ რეალობასთან.

ფიზიკური აქტივობა
ნავიგაციის უნარები
გარემოს კვლევა
კომპასი
პრობლემის გადაჭრა
საკონტროლო პუნქტები
გადაწყვეტილების მიღება

სად შეიძლება განხორციელდეს სპორტული ორიენტირება?

საკლასო ოთახი
სპორტული დარბაზი
ლაბირინთი
სასკოლო ეზო
პარკი
ურბანული ტერიტორია
ტყე
Scroll to Top