ბედის გარბენი - 2026



🎉 ესტაფეტა „ბედის გარბენი“ 2026! 🎉 დროა გამოსცადოთ თქვენი ბედი! ✨
დაიწყეთ ახალი წელი ენერგიითა და სიხარულით! 🌟 ყველას გიწვევთ 2 იანვარს, ბედობის დღისადმი მიძღვნილ ორკაციან გუნდურ ესტაფეტაში მონაწილეობის მისაღებად.
📍 ადგილმდებარეობა: ზღვის უბნის პარკი
🗓️ თარიღი: 2 იანვარი, 12:00
🏷️ ფასი: 20 ლარი ერთ მონაწილეზე
🎅 სადღესასწაულო კოსტიუმი სურვილისამებრ ☃️
⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — მაქსიმუმ 50 მონაწილე
🔷 რა ელით მონაწილეებს?
🔶 თითოეული მონაწილე გაირბენს 2026 მეტრს — 2 საესტაფეტო მონაკვეთს
🔶 თქვენი საესტაფეტო პარტნიორი სტარტის წინ შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა — ბედობის ნამდვილი ტრადიციის შესაბამისად! სქესი, გამოცდილება და სპორტული მიღწევები მნიშვნელობა არ ექნება: ბედი გადაწყვეტს. 🎲
🔶 ესტაფეტის გადაცემა მოხდება ელექტრონული ჩიპის გამოყენებით — თანამედროვე და ზუსტად!
1-ლი მონაკვეთი — 1-ლი მორბენალი — 1013 მ
2-ე მონაკვეთი — 2-ე მორბენალი — 1013 მ
3-ე მონაკვეთი — 1-ლი მორბენალი — 1013 მ
4-ე მონაკვეთი — 2-ე მორბენალი — 1013 მ
თითოეული მორბენლის საერთო დისტანცია — 2026 მეტრი
🎁 სადღესასწაულო სტარტის პაკეტი:
🔶 მონაწილის ნომერი
🔶 საახალწლო ქუდი 🎅
🔶 ახალი, წვნიანი მანდარინები 🍊