მსოფლიო ორიენტირების კვირეული / თბილისის ორიენტირების თასი 2025 – 3 ეტაპი
შემოგვიერთდით 2025 წლის ორიენტირების მსოფლიო კვირეულზე!
საქართველოს ორიენტირების კლუბი აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ორიენტირების გლობალურ საზოგადოებაში და მის ისტორიაში!

2025 წელს თბილისი მესამედ უმასპინძლებს ორიენტირების მსოფლიო კვირეულის ღონისძიებას! 🎉 ეს საინტერესო ღონისძიება დენდროპარკში გაიმართება და ორ დღეს — 24 და 25 მაისს — მოიცავს.
24 მაისის საღამოს, მსოფლიო ორიენტირების კვირეული დენდროპარკის საკემპინგე ზონიდან 18:00 საათზე დაიწყება!
პროგრამა მოიცავს:
🧭 ლაბირინთის ორიენტირება – შედეგები
🍖 მწვადი და უალკოჰოლო სასმელები
🎶 მუსიკა
🎉 მხიარული გარემო
თან იქონიეთ კარვები, საძილე ტომრები და კარგი განწყობა!
25 მაისის დილით 🏆 2025 წლის თბილისის ორიენტირების თასის მე-3 ეტაპი
🗓️ თარიღი: 25 მაისი, 10:00 — სტარტის პაკეტების აღება. გთხოვთ, არ დაიგვიანოთ! ✅ 11:00 — სტარტი
📍 ადგილმდებარეობა: დენდროპარკი
🗺️ ფორმატი: საშუალო დისტანცია
✅ კატეგორიები: ელიტა 16–39, M/W40 40–59, მასტერსი 60+, იუნიორები 15–18, ბავშვები 14 წლამდე, ღია.
ყველას გიწვევთ, შემოგვიერთდეთ და ერთად აღვნიშნოთ ორიენტირების დღესასწაული! 🏃