ახალი ეტაპი ქართული სპორტისთვის!

„ორიენტირება — საქართველო“ არის ევროკავშირის მიერ Erasmus+ Sport-ის ფარგლებში თანადაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სპორტული ორიენტირების სისტემის შექმნას და მის განვითარებას.

პროექტი ემსახურება:

🏫 სასკოლო განათლების ხელშეწყობას
🌿 მოქალაქეთა ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებას
🏃 მასობრივი სპორტის, ასევე პროფესიონალ სპორტსმენთა მომზადებას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს, შვედეთისა და თურქეთის პარტნიორობით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას საქართველოში დავნერგოთ ევროპული გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები.

პროექტის ფარგლებში:

• შეიქმნება სპორტული ორიენტირების საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამა
• ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები, ფესტივალები
• საქართველო აღიჭურვება ორიენტირებისთვის საჭირო ინვენტარით, მატერიალურ-ტექნიკური რესურსით
• საქართველო უმასპინძლებს საერთაშორისო ღონისძიებებს
• შეიქმნება სპორტულ ორიენტირებაში ყველასთვის — ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, უფროსი ასაკის ადამიანებისთვის — მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობები

Scroll to Top