ორიენტირების ინსტრუქტორი — დონე 1: პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა
🎉 დასრულდა საგანმანათლებლო პროგრამა „ორიენტირების ინსტრუქტორი — დონე 1“!
21 მაისიდან 7 ივნისამდე საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სპორტული ორიენტირების ინსტრუქტორთა საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ეტაპი.



პროგრამის საკვანძო პარტნიორი იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო სწავლება განხორციელდა საქართველოს ორიენტირების კლუბის გუნდთან და ორგანიზაციასთან „სპორტი განვითარებისთვის — საქართველო“ თანამშრომლობით.
პროგრამა განკუთვნილი იყო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებისთვის და აერთიანებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
მონაწილეებმა შეისწავლეს სპორტული ორიენტირების საფუძვლები, რუკის კითხვა, სიმბოლოები და ფერები, სკოლისა და პარკის ორიენტირების ფორმატები, ლაბირინთისა და დახურულ სივრცეში ორიენტირების სავარჯიშოები, კომპასის გამოყენება, რელიეფის ფორმები და მარტივი სავარჯიშოების დაგეგმვა.



პროგრამის პრაქტიკული ნაწილი გაიმართა სხვადასხვა გარემოში — უნივერსიტეტის სპორტულ კომპლექსში, მზიურის პარკში, ვაკის პარკში, დიღმის ტყე-პარკში და ლისის ტბის მიმდებარე ტყეში.



ფინალური ნაწილი 7 ივნისს თბილისის ორიენტირების თასის მე-2 ეტაპის ფარგლებში ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა მიღებული ცოდნა რეალურ შეჯიბრებაში გამოიყენეს.
პროგრამა წარმატებით დაასრულა 10-მა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა.



პროგრამის მეორე ნაწილი ნოემბერში გაიმართება პროგრამის პარტნიორების — შვედური კლუბის Idrefjällens OK-ისა და თურქული კლუბის Pikolo SK-ის მონაწილეობით.
პროექტი „ორიენტირება — საქართველო“ ხორციელდება ევროკავშირის Erasmus+ Sport პროგრამის მხარდაჭერით.
მადლობა ყველა მონაწილეს, ტრენერსა და პარტნიორს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის ქართული ორიენტირების განვითარებაში! 🌍🧭
პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე