ევროპის სპორტის კვირეული 2025 — ორიენტირებასთან ერთად!
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა ფედერაციამ „სპორტი ყველასათვის“ რუსთავის ცენტრალურ პარკში სპორტული ფესტივალი ჩაატარა.
ფესტივალის მეორე დღეს, კვირას, 12 ოქტომბერს, ორიენტირების ლაბირინთის ორგანიზება და ჩატარება საქართველოს ორიენტირების კლუბის გუნდმა უზრუნველყო.
ბავშვებსა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, რუკის დახმარებით გაევლოთ ლაბირინთი, მოენიშნათ საკონტროლო პუნქტები და მარტივი, სახალისო ფორმით გაცნობოდნენ სპორტულ ორიენტირებას.



☀️ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მისიას — განვავითაროთ ორიენტირება საქართველოში და ხელი შევუწყოთ ამ სპორტის პოპულარიზაციას ბავშვებში.