საქალაქო ორიენტირების ევროტური 2026 - თბილისი



🇬🇪 City Race Euro Tour პირველად თბილისში! 🇬🇪
20–21 მარტს თბილისმა City Race Euro Tour-ის მე-4 ეტაპს უმასპინძლა — სერიის ისტორიაში გეოგრაფიულად ყველაზე აღმოსავლეთ ეტაპს.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის 160-ზე მეტმა სპორტსმენმა, რომლებმაც საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო ორიენტირების ატმოსფერო შექმნეს.
20 მარტს ურბანული სპრინტი მზიურის პარკსა და მის მიმდებარე ვაკის უბანში გაიმართა. 21 მარტს კი რბოლები ზღვის უბნის პარკსა და ამავე სახელწოდების ურბანულ ტერიტორიაზე გაგრძელდა.
ორი დღე, ორი განსხვავებული რუკა, სწრაფი მარშრუტის არჩევანი, ახალი ტერიტორიები და შესანიშნავი ემოციები — მადლობა ყველას, ვინც თბილისში შემოგვიერთდა!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს — თბილისის მერიას, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას / წყალი „მთის“, TAMOSKIN Cosmetics-ს და მოხალისეთა ორგანიზაცია Helping Hand-ს — ღონისძიების მხარდაჭერისთვის.
შედეგები 1 დღე
Livelox 1 დღე
ფოტოები 1 დღე (1)
ფოტოები 1 დღე (2)
შედეგები 2 დღე
Livelox 2 დღე
ფოტოები 2 დღე (1)
ფოტოები 2 დღე (2)