სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისთვის - 2026

განვითარებისა და მშვიდობისთვის სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ფესტივალის ფარგლებში, კვირას, 5 აპრილს, 2026 წელს, თბილისში, დედაენის პარკში, სხვადასხვა სპორტული აქტივობა ჩატარდა, მათ შორის — „ორიენტირების ლაბირინთი“.

ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

„ორიენტირების ლაბირინთში“ 100-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, რუკის დახმარებით გაევლოთ ლაბირინთი, მოენიშნათ საკონტროლო პუნქტები და მარტივი, სახალისო ფორმით გაცნობოდნენ სპორტულ ორიენტირებას.

„ორიენტირების ლაბირინთის“ ორგანიზატორები იყვნენ:

სპორტი განვითარებისთვის – საქართველო

საქართველოს სპორტული ორიენტირებისა და როგეინინგის ასოციაცია

☀️ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მისიას — განვავითაროთ ორიენტირება საქართველოში და ხელი შევუწყოთ ამ სპორტის პოპულარიზაციას ბავშვებში.

შედეგები

Scroll to Top