თბილისის ღამის თრეილი - 2026 (ITRA-ს მიერ სერტიფიცირებული რბოლა)



თბილისის ღამის თრეილი 2026 — ღამე, მთები და ფარები!
16 მაისს, კუს ტბისა და მთაწმინდის ქედის ტერიტორიაზე, თბილისის ღამის თრეილი 2026 გაიმართა.
ღამის ტრეილ-რბენის სტარტზე დაახლოებით 100 სპორტსმენი გამოვიდა, რათა საკუთარი ძალები რთულ მთის მარშრუტებზე, ციცაბო აღმართებზე, ტექნიკურ ბილიკებსა და ბნელ ტყის მონაკვეთებში გამოეცადათ.
მონაწილეებს არჩევანი ორ დისტანციას შორის ჰქონდათ:
🔷 ელიტური თრეილის მარშრუტი — 21 კმ / +1300 მ / ბმული | ჩამოტვირთვა / ITRA 1
🔷 კლასიკური თრეილის მარშრუტი — 11 კმ / +700 მ / ბმული | ჩამოტვირთვა / ITRA 0
რბოლამ გააერთიანა სპორტი, თავგადასავალი და ღამის მთებში სირბილის განსაკუთრებული ატმოსფერო — როცა გზას მხოლოდ მთვარე, თავზე დამაგრებული ფარი და საკუთარი მიზანდასახულობა ანათებს.
მადლობა ყველას, ვინც სტარტზე შემოგვიერთდა და პირველი თბილისის ღამის თრეილის ნაწილი გახდა!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორებს — Sakartvelo Running Store-ს (SakRun) და სპორტი განვითარებისთვის — საქართველოს — ღონისძიების მხარდაჭერისთვის.
შემოუერთდით Georgian Trails-ის გუნდს INSTAGRAM-ზე და ვებგვერდზე

