ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2026

31 მაისს საქართველოს ორიენტირების კლუბმა და სპორტი განვითარებისთვის – საქართველომ კიკვიძის პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ დღესასწაულზე, ორიენტირების ლაბირინთი გამართეს. ღონისძიება ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის ორგანიზებით ჩატარდა 🌍

ბავშვებსა და უფროსებს რუკის გამოყენებით უნდა გაევლოთ დაბრკოლებებით სავსე ლაბირინთი, შეცდომების გარეშე მოენიშნათ ყველა საკონტროლო პუნქტი და ფინიშამდე მისულიყვნენ.

საერთო ჯამში, ორიენტირების ლაბირინთში 150-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა ☀️

შედეგები

Scroll to Top